top
AddThis Social Bookmark Button
             
  • English
  • Russian
  Web Pro Web Pro   Live GPS Live GPS   Web GPS Web GPS   Web Diesel Web Diesel   Web Magnet Web Magnet   Web Phone Web Phone   Smart Phone Smart Phone  

ავტომობილებისათვის

W 004
W 007
W 009
M 001
Helios Advance

პერსონალური

P 003
M 001
FP 001
MIni

GPS ტელეფონი

T 001

მაგნიტური თრექერი

M 001

მოტოციკლი სკუტერი

W 010

ველოსიპედის თრექერი

B 001

აქსესუარები

აქსესუარები

ვიდეო რეგისტრატორები

GT-111
GT-110

პროგრამული უზრუნველყოფა

Web Monitoring System
Smart Phone Monitoring

GPS ნავიგაცია

GPS Navigation

GPS ბოქლომი

GPS ბოქლომი

კონტეინერის კონტროლი

კონტეინერის კონტროლი

Newsletter

about the latest offers and deals Subscribe today!
გამოყენების სფეროები

 

სატრანსპორტო

სატვირთო. პროგრამული კომპლექსი ჯი პი ეს ჯორჯია იდეალურია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სატვირთო გადაზიდვებს. ჩვენი გადაწყვეტა მისაღებია საერთაშორისო ტვირთზიდვებისთვის, ლოჯისტიკური სამსახურებისთვის, კურიერული სამსახურებისთვის.

 

 

 

 

 

სასოფლო სამეურნეო სექტორი.სასოფლო სამეურნეო ტექნიკის მნიშვნელოვანი ტერიტორიული განფანტვა და ასევე ბუნებრივი კონტროლის სირთულე  არაკეთილსინდისიერ მუშაკებს ბოროტად გამოყენების საშუალებას აძლევს. ხოლო ეს კი გარდა სტანდარტული მანიპულაციებისა გარბენასთან და საწვავთან მიმართებაში, არის დამუშავებული ფართების მიწერა.GPS Georgia საშუალებას აძლევს აგროსაწარმოს ხელმძღვანელს აკონტროლოს შესრულებული სამუშაოები.

 

 

 

 

სამგზავრო (ტაქსი). ტაკსოპარკში GPS Georgia-ს პროგრამული კომპლექსის გამოყენება საშუალებას აძლევს სადისპეჩერო სამსახურს აკონტროლოს გადაზიდვების სრული პროცესი რეალურ დროში შემდეგი პარამეტრებით: ავტომობილების მიმდინარე ადგილმდებარეობა, მოძრაობის არეალი და გაჩერებები, გადაადგილების სიჩქარე, საწვავის ხარჯი. ხმოვანი კავშირის ფუნქცია მიმდინარე საკითხების ოპერატიულად გადაჭრის საშუალებას იძლევა, რითიც სერვისის ხარისხი საგრძნობლად უმჯობესდება.

 

 

 

ტრანსპორტის გაქირავება.GPS Georgia-ს  პროგრამული  კომპლექსი იდეალურია გაქირავებული სატრანსპორტო საშუალებების კონტროლისთვის, რადგან სისტემა საშუალებას იძლევა ”მიაბათ” სატრანსპორტო საშუალება გარკვეულ ტერიტორიას და დაუყოვნებლივ შეიტყოთ, როგორც კი იგი გასცდება აღნიშნულ ტერიტორიას.

 

 

 

 

პერსონალური

პერსონალური GPS კონტროლი საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ თქვენი თანამშრომლების ადგილმდებარეობა მთელი დღის განმავლობაში. პორტატული ხელსაწყო აგროვებს ინფორმაციას და გადასცემს სერვერზე GPRS არხის მეშვეობით. თანამშრომლის გადაადგილების მარშრუტის სანახავად ხელმძღვანელი შედის GPSGEORGIA-ს  საიტზე საკუთარი ლოგინითა და პაროლით და სისტება დეტალურად ასახავს თანმშრომლის გადაადგილების ტრაეკტორიას რუკაზე. სამეთვალყურეო პერსონის მოძრაობა შეიძლება გაანალიზირებული იქნას როგორც რეალურ დროი, ასევე ნებისმიერი პერიოდის ხანგრძლივობით. ინფორმაციის მიღება შესაძლებელია როგორც გრაფიკული სახით ( გარშრუტის მოხაზვა რუკაზე), ასევე ცხრილის სახით.

 

 

 

გამოყენების ვარიანტები:

  • სავაჭრო წარმომადგენლების კონტროლი.
  • სარეკლამო და სადაზღვევო აგენტების კონტროლი.
  • სერვისის ინჟინერების კონტროლი.
  • სამედიცინი წარმომადგენლების მუშაობის კონტროლი.
  • დაცვის სამსახურის კონტროლი.

 

 

პერსონალური თრექერის გამოყენების სფეროები

 

ბავშვები და მოხუცები

 

პერსონალური თრექერი ჯი პი ეს ჯორჯია საშუალებას გაძლევთ  აკონტროლოთ ადამიანების და ცხოველების ადგილმდებარეობა. პორტატული ხელსაწყო აგროვებს ინფორმაციას  გადაადგილების შესახებ და გადასცემს სერვერზე  GPRS არხით. სათვალთვალო პერსონის გადაადგილების მარშრუტის სანახავად  ჯი პი ეს ჯორჯიას მომხმარებელი შედის ჯი პი ეს ჯორჯიას გვერდზე საკუთარი ლოჯინით და პაროლით და სისტემა დეტალურად ასახავს გადაადგილების ტრაექტორიას რუკაზე. სათვალთვალო პერსონის გადაადგილების ანალიზი შესაძლებელია როგორც რეალურ დროში, ისე ნებისმიერი ხარგრძლივობის წარსულ პეიოდში.

 

ბავშვების გადაადგილების კონტროლი

პერსონალური თრექერი ჯი პი ეს ჯორჯიას მეშვეობით შეგიძლიათ ყოველთვის საქმის კურსში იყოთ სად იმყოფება თქვენი ბავშვი. აპარატი ითავსებს მობილური ტელეფონის ფუნქციას ნომრების შეზღუდული რაოდენობით, სადაც შესაძლებელია დარეკვა: მშობლები, საგანგებო სამსახურები. გამოძახება ხორციელდება ღილაკზე დაჭერით პირდაპირ ჯიბიდან.

საწიროების შემთხვევაში მშობლებს შეუძლიათ სემოხაზონ რუკაზე ის ტერიტორია, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში ხელსაწყო დაუყოვნებლივ  ამცნობს ამის შესახებ ავტომატურ რეჟიმში.

ამრიგად, სისტემა იძლევა საშუალებას  აკონტროლოთ ბავშვები მათი ”პირადი სივრცის” დაურღვევლად, რაზეც ისინი გარკვეულ ასაკში ძალიან მტკივნეულად რეაგირებენ, და ამავე დროს შესაძლებელია ოპერატიულად დაეხმაროთ ბავშვს ექსტრემალურ სიტუაციაში.

 

 

მოხუცების გადაადგილების კონტროლი

მოხუცებს, ისევე როგორც ბავშვებს, შეიძლება დასჭირდეთ საგანგებო დახმარება თავისი ახლობლებისგან. პერსონალური მონიტორინგის სისტემა შეიცავს ფუნქციას ”ვარდნის კონტროლი”, ანუ აპარატის მდებარეობის სიმაღლის მკვეთრი ცვლილებისას ნახევარ მეტრზე მეტად, მოხუცის კურირებელ ადამიანს მიუვა განგაშის სიგნალი. ამრიგად, თუ ადამიანი ცუდად გახდა და დაეცა, თქვენ დაუყოვნებლივ შეიტყობთ ამის შესახებ და შეძლებთ დროულად აღმოუჩინოთ დახმარება. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი სიგნალის მიღებისას საკმარისი იქნება დაურეკოთ ახლოს მყოფ ადამიანს და დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად არის. მაგრამ თუკი ადამიანი დაიკარგა ან სახლის გზა აებნა, მაშინ ამ პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელი იქნება მარტივად, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, ადამიანის გამოყვანით მითითემული წერტილიდან.

 

ზემოდ  აღნიშნულია პერსონალური თრეკერი ჯი პი ეს ჯორჯიას გამოყენების მხოლოდ რამოდენიმე ვარიანტი, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე:

  • ტურისტული ჯგუფების გადაადგილების კონტროლისთვის.
  • შეჯიბრებში მარშრუტის დაცვის კონტროლისთვის.
  • აგარაკების, მეურნეობების და სხვ. დაცვის სამსახურის კონტროლი.
  • შინაური ცხოველების გადაადგილების კონტროლი.
 
© www.gpsgeorgia.ge