top
AddThis Social Bookmark Button
             
  • English
  • Russian
  Web Pro Web Pro   Live GPS Live GPS   Web GPS Web GPS   Web Diesel Web Diesel   Web Magnet Web Magnet   Web Phone Web Phone   Smart Phone Smart Phone  

ავტომობილებისათვის

W 004
W 007
W 009
M 001
Helios Advance

პერსონალური

P 003
M 001
FP 001
MIni

GPS ტელეფონი

T 001

მაგნიტური თრექერი

M 001

მოტოციკლი სკუტერი

W 010

ველოსიპედის თრექერი

B 001

აქსესუარები

აქსესუარები

ვიდეო რეგისტრატორები

GT-111
GT-110

პროგრამული უზრუნველყოფა

Web Monitoring System
Smart Phone Monitoring

GPS ნავიგაცია

GPS Navigation

GPS ბოქლომი

GPS ბოქლომი

კონტეინერის კონტროლი

კონტეინერის კონტროლი

Newsletter

about the latest offers and deals Subscribe today!
სისტემის ეფექტურობა

ტრანსპორტის სატელიტური მონიტორინგის გამოყენებით მცირე და საშუალო ბიზნესი გაცილებით დიდ მოგებას ნახულობს, ვიდრე მსხვილი კომპანიები. ასეთი სხვადასხვა წარმოებებში დანერგილი ტრანსპორტის მონიტორინგის სისტემების მიზნებისა და შედეგების გამოკვლევების ერთ ერთი დასკვნა.

GPS მონიტორინგის სისტემის დანერგვის მოტივები მცირე და საშუალო ბიზნესში

ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც განხორციელებული იქნა მცირე და საშუალო ბიზნესის მმართველებში, ვისაც დაგეგმილი აქვთ ან ცოტა ხნის წინ დანერგეს ტრანსპორტის მონიტორინგის სისტემები წარმოებებში, საკუთარ მიზნებს ასე აყალიბებენ:
•    მომხმარებლის ლოიალურობის და მათი მომსახურეობის ხარისხის ამაღლება - 77%
•    შეკვეთის შესრულების სისწრაფის ზრდა - 54%
•    სატრანსპორტო ქვეგანაყოფების წარმადობის ზრდა - 47%
•    ტრანსპორტთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება - 31%
•    გადაზიდვების უსაფრთხოების და ავტომანქანების ექსპლუატაციის ვადის ზრდა - 14%


როგორც გამოკითხვებიდან იკვეთება,  ტრანსპორტის მონიტორინგის სისტემების დანერგვის ძირითად სტიმულს მცირე კომპანიებისთვის წარმოადგენს სურვილი გააუმჯობესოს მომხმარებლების გამოხმაურებები გამოძახებებზე რეაგირების დროის შემცირების და შეკვეთის შესრულების სისწრაფის ზრდის მეშვეობით. ეს ფაქტი აიხსნება იმით, რომ ერთგულ მომხმარებელს აქვს ტენდენცია ხელახლა მიმართოს იგივე კომპანიას და, მეტის, იგი მზად არის რეკომენდაცია გაუწიოს მის მომსახურებას მეგობრებთან და კოლეგებთან. განმეორებითი შეკვეთები მცირე ბიზნესისთვის კომერციული წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორია.

ტრანსპორტის მონიტორინგის ეფექტის გაანგარიშება


ცალკე ამოცანა კვლევებში იყო იმის დადგენა, თუ რა ეკონომიკური ეფექტი აქვს ტრანსპორტის მონიტორინგის სისტემის დანერგვას წარმოებაში, რა საშუალებებით აფასებენ მას კომპანიების ხელმძღვანელები.
საკვანძო და ადვილად გაზომვადი ინდიკატორი სატრანსპორტო ქვეგანაყოფების ან მობილური თანამშრომლების მყოლი განყოფილების ეფექტურობისა არის მომხმარებელთან დროულად მისვლის უნარი. ტრანსპორტის მონიტორინგის სისტემის დანერგვის შემდეგ ეს მაჩვენებელი უმჯობესდება 30-40% - ით. ის თუ როგორ აისახება პუნქტუალურობის ზრდა კომპანიის რეპუტაციაზე, შესამჩნევი ხდება პირველივე დღეებიდან - მცირდება მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი - ავტოპარკის წარმადობა უმჯობესდება საშუალოდ 20-25% - ით. კომპანიები ასრულებენ მეტ შეკვეთებს იგივე სატრანსპორტო და ადამიაური რესურსებით. აღსანისნავია, რომ ავტომობილების მონიტორინგის GPS ტექნოლოგიების გამოყენება 50-მდე ავტომობილის მქონე კომპანიებს გაცილებით დიდ მოგებას უწინასწრმეტყველებს, ვიდრე იგივე გადაწყვეტილება 1000 -ზე მეტი ავტომობილის მქონე ორგანიზციებს. დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ მცირე ავტოპარკების წარმადობა იზრდება 22% -ით, მაშინ როდესაც მსხვილი კომპანიები მხოლოდ 6% -ით ზრდიან შეკვეთების შესრულების რაოდენობას.


ტრანსპორტის სატელიტური მონიტორინგი
ასევე ამცირებს სატრანსპორტო ხარჯების წილს პროდუქციის ღირებულებაში ან კომპანიის მომსახურებაში. მცირე კომპანიებისთვის სატრანსპორტო ხარჯები მცირდება 10-15% - ით და გამოიხატება ეს ტრანსპორტის დგომის დროის შემცირებაში და ”ლევი” რეისების, იგივე ტრანსპორტის ბოროტად გამოყენების გამორიცხვაში. ამაში ასევე არის განსხვავება დიდ კომპანიებთან მიმართებაში, სადაც გადამეტებული ხარჯების სიის სათავეში დგას საწვავის ამოღება და მისი გადამეტებული ხარჯვა არალეგალური ტვირთების გადაზისვის გამო.
ზოგადად, კვლევების თანახმად, ხელმძღვანელები მაღალ შეფასებას აძლევენ საკუთარ კომპანიებში ავტოტრანსპორტის მონიტორინგის სისტემის დანერგვის გამო მოღებულ ეფექტს.

ტრანსპორტის მონიტორინგის სისტემის დანერგვის რეკომენდაციები მცირე და

საშუალო კომპანიებში:

•    გამოიყენეთ ტრანსპორტის GPS მონიტორინგი. გამოცდილია, რომ ეს არის ეკონომიურად გამართლებული ნაბიჯი ნებისმიერი კომპანიისათვის, მიუხედავად მისი ზომისა. დღეს შემოთავაზებაშია საკმაოდ ხელმისაწვდომი და საიმედო გადაწყვეტილებები, რომლებიც სულ უფრო ფართოდ გამოიყენება.
•    გაზომეთ პროცესები ციფრებში. საქმის რეალური მდგომარეობის ცოდნა სატელიტური მონიტორინგის სისტემის დანერგვამდე და მის შემდეგ საშუალებას მოგცემთ უკეთ შეაფასოთ ეკონომიური ეფექტი. ასევე მოგეცემათ საშუალება ნახოთ, თუ სად არის ოპტიმიზაციის აუცილებლობის საშუალებები და კონცენტრირება მოახდინოთ მათზე თქვენი შემდგომი ძალისხმევის.
•    მიაჩვიეთ თანამშრომლები აქტიურად გამოიყენონ ტრანსპორტის მონიტორინგის სისტემა. ინფორმაციის ფლობა ხელს შეუწყობს თქვენს თანამშრომლებს ეფექტურ მუშაობაში და შეუთანხმებელი ქმედებების აღმოფხვრაში.
•    კურსი აიღეთ ტრანსპორტის გამოყენების დინამიური დაგეგმარებისკენ. ყოველდღიური  გასვლების გეგმის შედგენა უნდა ჩანაცვლდეს დღის განმავლობაში შემოსული შეკვეთების განაწილების სისტემით.

 
© www.gpsgeorgia.ge